ამერიკელი კონგრესმენი: შესაძლოა საქართველო არ არის ნატოში, მაგრამ ნატო არის საქართველოში

Rep. Peter Roskam, R-Ill., speaks on Capitol Hill in Washington, Wednesday, Sept. 17, 2014, during a House Select Committee on Benghazi hearing on the implementation of the Accountability Review Board recommendations. (AP Photo/Carolyn Kaster)

“შესაძლოა, საქართველო არ არის ნატოში, მაგრამ ნატო არის საქართველოში”, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა პიტერ როსკამმა საქართველოს ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ და მხარს იმ რეფორმებს უჭერენ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ისინი საქართველოში ერთი თვის წინ იმყოფებოდნენ და მათ საქართველოში ნატოს ტრენინგცენტრი ინახულეს.
„ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც საქართველოში დაგვხვდა. ჩვენ ვნახეთ ქვეყანა, სადაც დინამიური დემოკრატიაა, ქვეყანა, რომელიც დიდი ზეწოლის ქვეშაა, ვგულისხმობ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მიუხედავად ამ ზეწოლისა, ქვეყნის დემოკრატია ვითარდება. ჩვენს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირებია. ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ ვეწვიეთ ნატოს ტრენინგცენტრს. შესაძლოა, საქართველო არ არის ნატოში, მაგრამ ნატო არის საქართველოში.
აშშ და დასავლური ქვეყნები აღიარებენ იმას, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენზე საქართველო ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი წვლილი შეაქვს. ამ მხრივ, საქართველო არამარტო აშშ-ის, არამედ ყველა იმ ქვეყნის მოკავშირეა, ვინც გლობალური უსაფრთხოებისთვის ზრუნავს“, – აცხადებს ამერიკელი კონგრესმენი პიტერ როსკამი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები