შეხვედრა შიდა ქართლის პედაგოგებთან კლიმატის ცვლილების საკითხებზე

შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებითა და ადგილობრივი რესურსცენტრების ხელშეწყობით, პროექტის „კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში II-ს სწავლებები პედაგოგებისათვის და ცოდნის ამაღლების აქტივობები შერჩეულ სკოლებსა და ახალგაზრდებში” ფარგლებში, შედგა შეხვედრები სხვადსხვა საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო მიმართულების პედაგოგებთან და მოსწავლეებთან.
შეხვედრა მიზნად ისახავდა, პედაგოგებსა და სკოლის მოსწავლეებს მიეღოთ ინფორმაცია კლიმატის ცვლილების მიმდინარე პროცესებზე და მისი შერბილების გზებზე, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობაზე, საქართველოში კლიმატის ცვლილების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. შეხვედრებს ესწრებოდნდენ ქარელის 1-ლი და მე-2 საჯარო სკოლების, ხაშურის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 საჯარო სკოლების, გორის მე-3 საჯარო სკოლის, კასპის მე-3 და მე-4 საჯარო სკოლებისა და პირველი სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები.
მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებიდან. ადილობრივ პედაგოგებს შეხვედრის ფარგლებში, მიეწოდათ დამხმარე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო ფორმალური და არაფორმალური განათლებისათვის კლიმატის ცვლილების საკითხებზე, რომელშიც მოცემულია სწავლების მეთოდიკა მოსწავლეებისთვის, რამდენიმე მაგალითის განხილვის საფუძველზე. სკოლების მოსწავლეებისათვის ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები.
პედაგოგებთან შეხვედრები შიდა ქართლის რეგიონში ორგანიზებული იყო პროექტის „კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში II-ს სწავლებები პედაგოგებისათვის და ცოდნის ამაღლების აქტივობები შერჩეულ სკოლებსა და ახალგაზრდებში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოების, ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის წითელი ჯვრის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები