შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კამპანიას „ჩემი ხმა საზოგადოებაში“ შეუერთდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის და კავშირის – „ჩვენი ბავშვები“ ერთობლივ კამპანიას – „ჩემი ხმა საზოგადოებაში“ შეურთდა, რომელიც 15-21 მარტს მიმდინარეობდა.
კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის აეროპორტებში საინფორმაციო აქტივობები მოეწყო.
დაცვის პოლიციელებმა მოქალაქეებს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის სიმბოლოს – ფერადი წინდის და დაუნის სინდრომის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
საინფორმაციო კამპანიის მიზანი იყო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებებისა და საჭიროებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები