გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს სახალხო დღესასწაული მიულოცა

​საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს სახალხო დღესასწაული – „ნოვრუზ ბაირამი“ მარნეულიდან მიულოცა. პრემიერმა მოსახლეობას მარნეულის ცენტრში მიმართა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღევანდელ ზეიმში ყველა ერთად, ერთ დიდ ოჯახად ერთიანდება.
„ჩვენ ერთად, ერთ ოჯახში, ერთად ვაშენებდით ძლიერ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს და გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს ჭირსა და ლხინში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი თაობები ხელიხელჩაკიდებულები ააშენებენ ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთეს მომავალს. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ გვყავს ასეთი სიმდიდრე – ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეები არის ჩვენი სიმდიდრე. მე ასევე, მიხარია, რომ თქვენ ინარჩუნებთ მჭიდრო კავშირს აზერბაიჯანთან, ჩვენს მეგობარ მოძმე ქვეყანასთან. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ დღეს გვყავს ისეთი ახალგაზრდობა, რომლითაც ჩვენ დღეს ყველანი ვამაყობთ. შარშან ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე მე შევხვდი აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს და ამაყი დავრჩი ამ შეხვედრით, როდესაც დავინახე ისეთი ადამიანები, რომლებიც აშენებენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავალს. ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ, გვერდში დგომით უნდა ავაშენო ისეთი ქვეყანა, სადაც ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები, ჩვენი შვილთაშვილები უკეთესად იცხოვრებენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ. ვულოცავ თქვენს ოჯახებს. დღევანდელ ზეიმში ჩვენ ვერთიანდებით ერთ დიდ ოჯახად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები