ისრაელის არმია ლიბანის სამხრეთით ოპერაციის გაგრძელებას გეგმავს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ლიბანის სამხრეთით, უსაფრთხოების ზონაში, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ოპერაციას გააგრძელებენ.

„ოპერაციული მოთხოვნების შესაბამისად, ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის ტერიტორიიდან დაახლოებით 10 კილომეტრის რადიუსში უსაფრთხო ზონაში განლაგდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარები პოზიციებს იკავებენ სამხრეთ ლიბანში და გააგრძელებენ საფრთხეების აღმოფხვრას და ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობის დაცვის გაძლიერება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ კვირის დასაწყისში აშშ-მა და ირანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მხარეებს მოუწოდებს ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ისრაელი მემორანდუმზე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები