ვენსის თქმით, აშშ-ს ირანთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს
აშშ-ს სურს ირანთან ურთიერთობების გაუმჯობესება, თუმცა ამისთვის თავად თეირანის მხრიდან მოქმედებაა საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
„შეერთებულ შტატებს უკეთესი ურთიერთობები სურს, მაგრამ ამისათვის ირანელებმა უნდა იმოქმედონ. და თუ ისინი ისე არ იმოქმედებენ, როგორც ადრე ვთქვით, შეთანხმებიდან ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებენ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
18 ივნისის ღამეს ირანმა და შეერთებულმა შტატებმა დისტანციურად მოაწერეს ხელი მემორანდუმს, რომელიც 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად. მემორანდუმი ასევე ადგენს ვადებს, თუ როდის მოხსნის შეერთებული შტატები საზღვაო ბლოკადას და ირანი აღადგენს გადაზიდვებს ჰორმუზის სრუტეში.
გარდა ამისა, ირანი იღებს ვალდებულებას, არ შეიძინოს ბირთვული იარაღი და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი ცალკე შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. მხარეები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს 60 დღის განმავლობაში გამართავენ. თეირანისთვის შედეგი ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა უნდა იყოს.