ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარიამ კობიაშვილმა, მორიგი სამუშაო შეხვედრა წალკის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებთან გამართა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარიამ კობიაშვილმა, მორიგი სამუშაო შეხვედრა წალკის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებთან გამართა.

შეხვედრის მთავარი მიზანი პროგრამის მიმდინარეობის შეფასება და სამომავლო გეგმების განხილვა იყო. მარიამ კობიაშვილმა ტრენერებთან ერთად დეტალურად მიმოიხილა რეგიონში სახელმწიფო ენის სწავლების მიმართულებით არსებული საჭიროებები, მიღწეული შედეგები და ის გამოწვევები, რომლებსაც ტრენერები საქმიანობის პროცესში აწყდებიან.

შეხვედრის დასასრულს, სკოლის დირექტორმა ტრენერებს სახელმწიფო ენის გავრცელების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები