პრეზიდენტი: აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები მართლაც არიან ერთიანი ქართული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი შემადგენელი

​საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა იმ ჩართულობისთვის, რომლითაც აძლიერებენ საზოგადოებას.
„ყოველ წელს მიხარია, როდესაც ჩამოვდივარ აქ და ვხედავ, როგორი განახლებულია მარნეული, თქვენი შრომით, ღვაწლით, დაუღალავი მუშაობით კიდევ უფრო ლამაზი ხდება თქვენი ქალაქი. მინდა, მადლობა გითხრათ იმ მუშაობისა და თავდადებისთვის, რომლითაც აძლიერებთ ჩვენს ერთიანს სამშობლოს. მინდა, მადლობა გითხრათ იმ ჩართულობისთვის, რომლითაც თქვენ აძლიერებთ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
​საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები არიან მართლაც მნიშვნელოვანი შემადგენელი ქართული ერთიანი სახელმწიფოსი და ერთიანი სივრცის.
„სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი ბაქოდან, სადაც ვხვდებოდი ჩვენს მოძმე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს. ერთად ვსაუბრობდით იმის თაობაზე, როგორ გავაძლიეროთ აზერბაიჯანი და საქართველო, აზერბაიჯანმა და საქართველომ მისცენ კიდევ უფრო დიდი შანსები ჩვენს რეგიონს, უზრუნველყონ მშვიდობა და განვითარება ჩვენი რეგიონისა. გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ გამარჯვებას, წარმატებას და კიდევ მეტ აღმშენებლობას, კიდევ მეტ დამშვენებას თქვენი მშვენიერი მარნეულის, რაიონის და ქალაქის. გაიხარეთ და გილოცავთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები