გიორგი მარგველაშვილი – თქვენ ხართ მეოთხე ხელისუფლება, რომელსაც ყოველთვის დავეხმარები გაძლიერებასა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თქვენი საპასუხისმგებლო საქმიანობის შესრულებაში

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და  სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მედიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.  როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა,   იგი ყოველთვის დაეხმარება მედიას, გაძლიერებასა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი საპასუხისმგებლო საქმიანობის შესრულების პროცესში.
„დღეს ჟურნალისტების პროფესიული დღეა. მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ, რეალურად, მეოთხე ხელისუფლება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ როგორც მოქალაქე, როგორც პრეზიდენტი და ქვეყნის მეთაური, რომლის ერთ-ერთი მოვალეობაც ამ ქვეყანაში ძალთა ბალანსის უზრუნველყოფაა, ვაღიარებ თქვენს მნიშვნელობას – იმას, რომ თქვენ ხართ მეოთხე ხელისუფლება და კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ მუდმივად დაგეხმარებით გაძლიერებასა და იმ როლში, რომელიც თქვენ უნდა ითამაშოთ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები