კობა კობალაძე: ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ფარული მოსმენები უკონტროლოა

“ბევრი კონტროლის მექანიზმია განხორციელებული იმ ორგანიზაციაზე, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით შეიქმნა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა კობალაძემ განაცხადა.
კობალაძე თვლის, რომ ორგანიზაცია, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით შეიქმნა, უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ამავდროულად, გათვლილია სახელმწიფო უსაფრთხოების მაღალ სერვისზე.
კობა კობალაძე პრეზიდენტის ვეტოს არ ეთანხმება,
„ნებისმიერი ჩვენგანი გარკვეული მსხვერპლი ვიყავით იმ პროპაგანდის, რომელიც მიდიოდა ჩვენ წინააღმდეგ, ამ ორგანიზაციის მეშვეობით, ეს საშიშროება დღეს აღარ არსებობს. პრეზიდენტის ვეტოს ვერ ვეთანხმები, რადგან თითოეული ჩვენგანი უნდა გამოდიოდეს სახელმწიფო ინტერესებიდან და არა პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე. მე ვერ დავეთანხმები ვერც იმ მოსაზრებას, რომ ფარული მოსმენები უკონტროლოა, რადგან ბევრი კონტროლის მექანიზმია განხორციელებული აღნიშნულ ორგანიზაციაზე“, – განაცხადა კობა კობალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები