ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს. ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ბედნიერებას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს.
„ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც იზიარებს ამ დღესასწაულის სიხარულს, ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს. ნოვრუზ ბაირამი, ათასწლეულებია, დღისა და ღამის გათანასწორების, გაზაფხულის, განახლების და ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლოდ მიიჩნევა. მრავალი საუკუნეა, ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება საქართველოშიც, სადაც ის საერთო სახალხო დღესასწაულადაა გამოცხადებული. ჩვენი საერთო სამშობლო მულტიკულტურული, მულტიეთნიკური ქვეყანაა, ამიტომ, ნოვრუზ ბაირამი მხოლოდ ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ეროვნული დღესასწაული არ არის. ჩვენ, ქართველი ხალხი, თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ დღესასწაულს. გისურვებთ, რომ ნოვრუზ ბაირამი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის ბედნიერების, მშვიდობის და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს!“ – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები