გიორგი მღებრიშვილმა, მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ნატოში საქართველოს მეკავშირე ოფიცერი დააჯილდოვა (ვიდეო)

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ნატოში საქართველოს მისიას ეწვია.
შს მინისტრმა, მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მეკავშირე ოფიცერი, კაპიტან-ლეიტენანტი პაპუნა დავითაია მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისთვის“ დააჯილდოვა.
პაპუნა დავითაია საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში 2009 წლიდან მუშაობს. 2014 წლიდან იგი ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მეკავშირე ოფიცერია. პაპუნა დავითაია დიდ ბრიტანეთში, ნორთვუდში მსახურობს.
ნატოში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი ხელს უწყობს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას, ნატოსა და საქართველოს შსს-ს შორის ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლას და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები