ირაკლი შოთაძე: ნატა ნაზღაიძის ძმის მიერ მერიისგან მიღებულ კომპენსაციაზე გამოძიება დაწყებული არ არის

 “სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმის მიერ მერიისგან მიღებულ კომპენსაციაზე გამოძიება დაწყებული არ არის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მოგროვებული იქნება ინფორმაცია, მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.
”ამ ფაქტზე განცხადებით მიმართეს საქართველოს პროკურატურას და მასზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოგროვება. მას შემდეგ, რაც მოგროვებული იქნება ინფორმაცია, მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება და ამის თაობაზე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.
ამ ეტაპზე, გამოძიება არ მიმდინარეობს”, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმის, ზვიად ნაზღაიძის მიერ, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის სანაცვლოდ, დაახლოებით მილიონი ლარის კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით, პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები