ირაკლი შოთაძე: პროკურატურა არავისგან მესიჯებს არ იღებს

 „ჩვენ არავისგან არაფერს არ ვიღებთ“, – ასე გამოეხმაურა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერასა და “რუსთავი 2”-ის საქმეზე წინასწარ დაწერილ ტექსტებზე იყო საუბარი.
ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ მან მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერასა და “რუსთავი 2”-ის საქმეზე წინასწარ დაწერილ ტექსტებზე არაფერი იცის. მისი განცხადებით, პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით არავისგან მესიჯებს არ იღებს.
„ჩვენ არავისგან არაფერს არ ვიღებთ, ჩვენ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას ვახდენთ, შესაბამისი საქმის საჭიროებიდან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. არანაირ დირექტივებს და არანაირ მესიჯებს პროკურატურა მის საქმესთან დაკავშირებით არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს. ჩვენთვის ერთადერთი დირექტივა არსებობს – საქართველოს კონსტიტუცია და კანონები,“ – განაცხადა ირაკლი შოთაძე. ​
შეგახსენებთ, რომ გუშინ, “პოსტსკრიპტუმს” კონფიდენციალურმა წყარომ ხელისუფლების საიდუმლო მიმოწერის რამდენიმე ფაილი მიაწოდა, რომელშიც ამ განცხადებების ფილტრი მჟღავნდება. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ელექტრონული წერილები „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის, მინისტრებისთვის და მმართველ პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული გავლენიანი პირებისთვის არის გაგზავნილი. ინფორმატორის თქმით, ასეთი წერილი დღეში რამდენიმე იგზავნება, სადაც წინასწარ არის მომზადებული ტექსტი, რაც კამერის წინ, ხალხის მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა უნდა ილაპარაკონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები