გიორგი მღებრიშვილი ბელგიის სამეფოში პირველი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბელგიის სამეფოში პირველი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.
შს სამინისტროს ცნობით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს, უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ჟან ჟამბონს, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიულერს, ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
​გიორგი მღებრიშვილი, ასევე, სიტყვით გამოვა „ევროპის პოლიტიკის ცენტრში“ (EPC) გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ევროკომისიის, საელჩოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები