ზუგდიდში საქართველოს ლატარიის კომპანიის კუთვნილი ჯიხური გაქურდეს
ზუგდიდში საქართველოს ლატარიის კომპანიის კუთვნილი ჯიხური გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, ჯიხურიდან წაღებულია თანხა და თამბაქოს ნაწარმი.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.