ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით კიდევ 8 პირი დააკავეს.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით და 353-ე მუხლებით ედებათ, რაც მასობრივ არეულობას და პოლიციელზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 11-12 მარტს, ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ 6 პირს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა, ერთი არასრულწლოვანი კი გუშინ 3000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები