ხატია დეკანოიძის შვილს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შვილს, თორნიკე კოპალეიშვილს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ.

როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, დაკავებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.
„ვინაიდან ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არის ნასამართლობის არმქონე, ასევე არის 18 წლის და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ პირობით მსჯავრზე. შესაბამისი შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
ხატია დეკანოიძის ვაჟი თორნიკე კოპალეიშვილი თბილისში დააკავეს.
მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 მარტს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები