პროკურატურამ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის არასრულწლოვნებს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, პოლიციელებზე, მათ სამსახურებრივ შენობაზე, სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმასა და პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, პოლიციელებზე, მათ სამსახურებრივ შენობაზე, სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმასა და პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე შვიდ პირს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 3531-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მარტს, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა რამდენიმე ასეული პირი, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ საპატრულო პოლიციის მუშაკის მიერ ერთ-ერთი მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებისა და დაკავების თაობაზე.
დაახლოებით 22 საათზე, პირთა ჯგუფმა გადაინაცვლა ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა №11-ში განთავსებულ შ.ს.ს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც მათი მოქმედებები გადაიზარდა აგრესიაში. ისინი ძალის გამოყენებით ცდილობდნენ პოლიციის შენობაში შეჭრას, რისი საშუალებაც მათ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მობილიზებულმა პოლიციის მუშაკებმა არ მისცეს. დაახლოებით 00:30 საათზე ლაშა დეკანაძემ, მინდია ბერიძემ, გიორგი ბერიძემ, გენადი მამულაძემ, კახა მახარაძემ და ორმა არასრულწლოვანმა (მათ შორის ერთ-ერთი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი), ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სხვა მოქალაქეებთან ერთად ქვებით, ე.წ „მოლოტოვის კოქტეილებით“ და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა. შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს, დააზიანეს, დაწვეს და გაანადგურეს მოქალაქეებისა და პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანები, ასევე გაანადგურეს 132 770 ლარის ღირებულების ქალაქის ინფრასტრუქტურა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები