ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისი დააყაჩაღეს

ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდოს“ ოფისი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა მოლარეს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 7 ათას ლარამდე გასტაცა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები