ქართველ და ესპანელ სამართალდამცველებს შორის თანამშრომლობის შედეგად, ესპანეთში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ბინებს ძარცვავდნენ

ესპანელმა სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალ-მარტში ქალაქ მადრიდში, ლეგანესში, ხეტაფესა და ბარსელონაში ჩაატარეს საპოლიციო ღონისძიებები, რა დროსაც ესპანეთში არალეგალური სტატუსით მყოფი, საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები, ძირითადად, ბრალდებული არიან ბინების ქურდობაში.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა საქართველოს შს სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ 2015 წლის 21 იანვრის შეთანხმების საფუძველზე.
„ქართველ და ესპანელ სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობდა ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა. საპოლიციო ღონისძიებებში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთის სამეფოში, რომელიც, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ესპანელი კოლეგების მხარდაჭერას ახორციელებდა. საქართველოსა და ესპანეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, 2016 წლის ივნისში ესპანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1980 წელს დაბადებული ა.გ., რომელიც იმავე წლის ივლისში ექსტრადირებული იქნა საქართველოში. 2016 წლის ნოემბერში, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ესპანეთში ასევე განხორციელდა მასშტაბური სპეცოპერაცია – “აიკონ 2“. აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად, ესპანეთის ოთხ ქალაქში: მადრიდში, ბილბაოში, სევილიასა და ბარსელონაში დააკავეს საქართველოს 45 და უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები