მასობრივი არეულობა და პოლიციელებზე თავდასხმა – შსს-მ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 6 პირი დააკავა

ბათუმში რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე პრიმა მუხლით, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს. დანაშაული  4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გამოძიება, ასევე, მიმდინარეობს 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე, სახელმწიფოს სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული ისჯება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
„გამოძიება გრძელდება. ვაგრძელებთ პირების იდენტიფიცირებას და მტკიცებულებების შეგროვებას“, – განაცხადეს შსს-ში.
ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,  რამდენიმე ათეული პირი დააკავეს, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი ჯარიმის საფუძველზე გათავისუფლდა. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები