გიგა ბუკია: უსამართლობაა, როგორც პრეზიდენტი იქცევა უმრავლესობასთან მიმართებაში

უსამართლობაა, როგორც პრეზიდენტი იქცევა უმრავლესობასთან მიმართებაში ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გიგია ბუკია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვის საკითხს.
როგორც ბუკიამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, პრეზიდენტი მოქალაქეებისთვის სხვა არანაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე არ თვლის საჭიროდ დისკუსიას და საჭიროების შემთხვევაში მათ მიზეზად იყენებს. „უსამართლობაა, როგორც პრეზიდენტი იქცევა უმრავლესობასთან მიმართებაში, ვინაიდან არც ერთი მიზეზი, საბაბი არ აქვს არც პრემიერისგან, არც პარლამენტის თავმჯდომარისგან, არც უმრავლესობის წევრებისგან ისეთი ქმედება განახორციელოს, როგორსაც ახორციელებს.
პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივების უფლება, მას არაერთხელ შესთავაზეს, რომ მისი წარმომადგენლობა ყოფილიყო ჩართული, ერთი კითხვა მაქვს პრეზიდენტთან როდესაც ჩვენ ვეუბნებოდით და მოქალაქეები მიმართავდნენ, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი ყოფილიყო ქორწინების თემატიკა, მან თქვა, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხი მივიდეს და ახლა იმ მოქალაქეებს ჰკითხოს არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი საკითხი. როცა უნდა ხალხს იყენებს მიზეზად და როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს რაღაცა სურს, ის უგულებელყოფს მოსახლეობის მოთხოვნას“, – განაცხადა გიგია ბუკიამ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული პაკეტი გადაუგზავნა. პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10-დღიანი ვადა აქვს, რომელიც ხვალ იწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები