თურქეთის პრემიერ-მინისტრი არაოფიციალური ვიზიტით ბათუმს ეწვევა
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი არაოფიციალური ვიზიტით ბათუმს ეწვევა.
ილდირიმი თურქეთში საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობას უნდა შეხვდეს და მისი დელეგაცია ბათუმის აეროპორტს ტრანზიტული მიზნით გამოიყენებს.
ბათუმში ყოფნისას, თურქეთის პრემიერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება. გიორგი კვირიკაშვილი კოლეგას არაოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბათუმში რაგბის სტადიონის გასახსნელად ჩადის.