რუსთავში მამაკაცი ავტომობილის მართვისას გარდაიცვალა
რუსთავში, ავტომობილის მართვისას, 65 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, გიორგი ნიკოლაძის ქუჩაზე, მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მანქანის მართვისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.