„შევთანხმდით, რომ პრეზიდენტის გამოსვლა გადაგვეწია, რადგან შემოთავაზებული თარიღი ემთხვეოდა მნიშვნელოვან ღონისძიებას“

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის ცნობილი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მზადყოფნას გამოთქვამს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იყო გარკვეული შემთავაზება თარიღის, თუმცა ის ემთხვეოდა მნიშვნელოვან ღონისძიებებს ამიტომ, მოხდა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის გადადება. ვერ გეტყვით გამოსვლა როდის იქნება. იყო გარკვეული შემოთავაზება თარიღის, თუმცა ის ემთხვეოდა მნიშვნელოვან ღონისძიებას, საქართველოში ჩამოდის ხუთი ქვეყნის სპიკერი და ორი ქვეყნის ვიცე-სპიკერი. აქედან გამომდინარე, შევთანხმდით, რომ პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი გადაგვეწია, თუმცა დამატებითი კონსულტაციები არ გამართულა. ველოდებით შემოთავაზებას პრეზიდენტის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები