გენო კალანდია 77 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გენო კალანდია 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ განუცხადა, გენო კალანდია ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, დღეს გარდაიცვალა. მისივე თქმით, პოეტის დაკრძალვისთვის სპეციალური კომისია შეიქმნება.
გენო კალანდია 1939 წლის 15 აპრილს დაიბადა. სხვადასხვა დროს, ის აფხაზეთის გ. შარვაშიძის სახ. სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ამასთანავე, იგი იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და საქართველოს პარლამენტის წევრიც. 1994 წელს გენო კალანდიას საქართველოს სახელმწიფო პრემია მიეკუთვნა.