ნაძალადევში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 50-მდე საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაო 50-მდე კორპუსში მიმდინარეობს. 13 მისამართზე კი უკვე დასრულდა სამუშაოები, მათ შორის ზესტაფონის ქ. N18 – მე-2 კორპუსში, სადაც 1010 კვ.მ ფართობის ბრტყელი სახურავი შეიცვალა. შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა დაათვალიერა. ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა.
„ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კორპუსების სახურავების, სადარბაზოების, კიბეების რეაბილიტაცია და კიდევ სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ვგეგმავთ რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კაპიტალურ გამაგრებას“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ.
მიმდინარე წელს, რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 76 პროექტი დაამტკიცა. აქედან 35 მისამართზე სახურავების რეაბილიტაცია განხორციელდება. დაფინანსებული სამუშაოების საერთო ღირებულება 1 530 496 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები