სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული არმენ მარკარიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 02:30 საათზე ქ.ნინოწმინდაში არმენ მარკარიანს ურთიერთშელაპარაკება მოვიდა არშალუის სანოსიანთან, რა დროსაც არმენ მარკარიანმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, არშალუის სანოსიანს დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად, არშალუის სანოსიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა არმენ მარკარიანი 2016 წლის 6 ივლისს ქ.ახალქალაქში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ–ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არმენ მარკარიანი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები