დიღმის მოსახლეობის ნაწილს დღეს გაზმომარაგება შეეზღუდება
დიღმის მცხოვრებლების ნაწილს დღეს გაზმომარაგება შეეზღუდება. როგორც “კვირას” კომპანია ”ყაზგრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღომში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე დიღმის დასახლების, სასოფლოს დასახლების, ქარხნის დასახლების და გრიგოლ ფერაძის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
”შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.