ზაზა სიამაშვილი: როდის ჩამოინგრევა ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობა, არავინ იცის

ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ფოტოებს აქვეყნებს. სიამაშვილის ინფორმაციით, ინსტიტუტი სავალალო მდგომარეობაში იმყოფება.
„დღეს ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებთან გახლდით არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ბატონმა გოგი გოგოლაშვილმა უნიკალური გამოცემები მისახსოვრა…. თეა ბურჭულაძე ხომ იშვიათად ყურადღებიანი ადამიანი გახლავთ… მაგრამ ახლა სხვა რამეზე ვწერ – შეხედეთ სურათებს და ნახეთ, რა მდგომარეობაში ის დაწესებულება, სადაც ჩვენი ეროვნული საუნჯის განვითარებაზე, შენარჩუნებაზე და დაცვაზე ზრუნავენ. ქალაქის მერმა, სხვა შესაბამისმა სამსახურებმა თუ იციან ამის შესახებ? ან, თუ იციან, რას აკეთებენ? კატასტროფა რომ გარდაუვალია, ამაში ხომ თავად დარწმუნდებით. როდის ჩამოინგრევა ეს შენობა, არავინ იცის…. არადა, სულ რაღაც 3-4 ბალია საჭირო, რომ მთლიანად ჩამოინგრეს. არაფერს აღარ ვამბობ იმაზე, რომ ინსტიტუტი შეზღუდულად მოიხმარს ელექტროენერგიას, – ზედმეტი ნათურა არ უნდა აანთონ და გათბობაზე ხომ საერთოდ არც უნდა იფიქრონ… თავმოყვარე ქვეყანა, თავმოყვარე ქალაქი ამას არ მოითმენდა… ჩევნ კი, მერამდენე მილიონიან სტუმარს ვეგებებით… ახლა, ეს ვის დავაბრალოთ – კრემლის თუ თეთრი სახლის ხუშტურებს?! გვეშველება რამეო? – არაფერი…”, – წერს სიამაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები