პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ბათუმის მოვლენებში ადეკვატურად და დროულად ჩაერია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლება დროულად ჩაერია და  შესაძლო მსხვერპლის თავიდან აცილება მოახერხა. ჩუგოშვილის თქმით, ხელისუფლება ბათუმის მოვლენებში ჩაერია იმდაგვარად, რომ თავიდან აეცილებინა კონფლიქტის მეტი ესკალაცია.
“იყო სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ დროულად არ იმოქმედა ხელისუფლება, ვფიქრობ, ეს იყო ტაქტიკური გადაწყვეტილება იმიტომ, რომ შეიძლებოდა მსხვერპლი მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, მთავარია, რომ ეს ჩვენ თავიდან ავიცილეთ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, მე ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იყვნენ ამ აქციაში ჩართული, ეს თავიდანვე იყო განსაზღვრული თუ მოგვიანებით მოხდა, ამას ვერ ვიტყვი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს”,-განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები