თბილისთან ახლოს სამედიცინო ნარჩენების უკანონო ნაგავსაყრელი აღმოაჩინეს

თბილისთან ახლოს, სოფელ ნორიოში, საძოვარზე სამედიცინო ნარჩენების თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელი აღმოაჩინეს. ნაგავსაყრელზე ნაპოვნია კონტეინერები, რომლებსაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ეტიკეტი აქვს. აღნიშნულ ტერიტორიას სოფლის მოსახლეობა საძოვრად იყენებს. სამედიცინო ნარჩენები მწყემსმა იპოვა.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ამბობენ, რომ ნარჩენების უტილიზაცია კონტრაქტორ კომპანიას „ექსპრეს დიაგნოსტიკას“ ევალება. „ექსპრეს დიაგნოსტიკას“ კონსულტანტი ედიშერ კვესიტაძე  კი ამბობს, რომ ნარჩენების უტილიზაციას კანონის დაცვით ახორციელებენ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მათი რეპუტაციის შელახვას ცდილობენ და ნაგავს მათი ქარხნის ტერიტორიაზეც ყრიან.
ფაქტით უკვე დაინტერესდა გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის ინსპექცია.

წყარო: “იმედი”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები