ხატია დეკანოიძის შვილი ნარკოტიკების შეძენა–შენახვის ბრალდებით დააკავეს

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, უკრაინის პოლიციის ყოფილი უფროსის, ხატია დეკანოიძის შვილი – თორნიკე კოპალეიშვილი დააკავეს.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი სასამართლოში დღეს განიხილეს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
თორნიკე კოპალეიშვილის საქმე  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლითაა აღძრული, რაც ნარკოტიკების დიდი ოდენობით შეძენა – შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები