ყავის და ჩაის საფასური – ლექსით! – მსოფლიო პოეზიის დღეს თბილისის რამდენიმე კაფე გამოეხმაურა
თბილისის ზოგიერთ კაფეში 20-21 მარტს ყავისა და ჩაის საფასურს გადახდა ლექსითაც შეიძლება. ასე გამოეხმაურნენ მსოფლიო პოეზიის დღეს თბილისის კაფეები.
აღნიშნული აქცია კომპანია „იულიუს მაინლის“ ეკუთვნის. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს,
სტუმრებს სულ 9 ობიექტზე შეეძლებათ, შეუკვეთონ „იულიუს მაინლის“ ყავა, ან ჩაი. საფასურად კი ფურცელზე ლექსი დაწერონ. ჩაისა და ყავის საფასურის ანაზღაურება შესაძლებელია როგორც ცნობილი, ასევე ექსპრომტად დაწერილი ლექსით.