ალექსანდრე ჯეჯელავა: „ნაციონალურ მოძრაობას“ სურვილი აქვს, ნებისმიერი სახის კონფლიქტი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს

 საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურვილი აქვს, ნებისმიერი სახის კონფლიქტი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯეჯელავამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ მიზნებს უფრო წინ აყენებს, ვიდრე ქვეყნის სიმშვიდეს.
„ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობები და ის კონფლიქტი, რომელიც იქ შეიქმნა, იქნა გამოყენებული და ამის დასტურია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები შემდგომ დღეებში. მათ აქვთ სურვილი, ნებისმიერი სახის კონფლიქტი გამოიყენონ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ისინი პოლიტიკურ მიზნებს აყენებენ უფრო წინ, ვიდრე ქვეყნის ან რომელიმე რეგიონის სიმშვიდეს”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები