კახა კალაძე – რას ნიშნავს “თათარი” ან “თათრები”?!

“რას ნიშნავს “თათარი” ან “თათრები”?! ან რამე რეგიონი გვაქვს ეგეთი, ან რელიგია რაიმე?! – გაუგებარია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.

“რას ნიშნავს “თათარი” ან “თათრები”?! ან რამე რეგიონი გვაქვს ეგეთი, ან რელიგია რაიმე?! – გაუგებარია. ჩვენ ამ განცხადებებს ვისმენდით რამდენიმე საათის განმავლობაში და წინა დღეებშიც. ეს ძალიან სახიფათო და მძიმე მოსასმენი იყო”.

კითხვაზე, თუ რატომ არ დაიკითხა მერაბ ღოღობერიძე, რომელსაც ბათუმის აქციის ორგანიზატორად ასახელებენ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს
აგებს. “ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, აუცილებლად კანონის წინაშე აგებს პასუხს – მათ შორის, ამ კონკრეტულ პიროვნებას თუ აქვს დანაშაული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები