გიორგი ერმაკოვი: სუს-ი თავისი საქმიანობის გარდა, სხვა პროცესებში ვერ იქნება ჩართული

 “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი საქმიანობის გარდა, სხვა პროცესებში ვერ იქნება ჩართული”, – ამის შესახებ ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, რითიც, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელგუჯა ბაგრატიონის მიერ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სუს-ის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
“ვინც აქციაში იყო ჩართული, თუ საჭირო იქნება, სამართალდამცავებმა უნდა დაკითხონ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მოწოდებულია დაიცვას სახელმწიფო უსაფრთხოება, როგორ შეიძლება სხვა საქმიანობაში იყოს ჩართული?! ყველა პირი, რომელიც პირდაპირ და ირიბად სამართალდარღვევასთან დაკავშირებულია, სამართალდამცავები თუ ჩათვლიან საჭიროდ, უნდა დაკითხონ“, – აცხადებს გიორგი ერმაკოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები