მეცნიერები – 20 წლის შემდეგ დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური მეგაპოლისი იარსებებს
20 წლის შემდეგ დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური მეგაპოლისი იარსებებს. ამის შესახებ ბრიტანეთის პლანეტარული საზოგადოების წარმომადგენელმა ჯერი სთოუნმა განაცხადა.
მისი თქმით, კოსმოსურ ქალაქში 10 მილიონამდე ადამიანი იცხოვრებს. ქალაქი ხომალდი 32 კილომეტრის სიგრძის და 6,5 კილომეტრის სიგანის ცილინდრი იქნება, რომელიც ენერგიას მზის ელემენტებით მიიღებს.
მეცნიერის აზრით, „თუ კოსმოსური ქალაქის მშენებლობა 10 წლის შემდეგ დაიწყება, იქ საცხოვრებლად გადასვლას ადამიანები 2037 წლისთვის შეძლებენ.