ადვოკატი: პროკურატურის კითხვებს ვერ დავარქმევ კრიტიკულს, ეს იყო ჩვეულებრივი საგამოძიებო კითხვები

​”პროკურატურის კითხვებს ვერ დავარქმევ კრიტიკულს, ეს იყო ჩვეულებრივი საგამოძიებო კითხვები და შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ამ კითხვას მამა გიორგიმ გასცა ამომწურავი პასუხი”, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
​მისივე განცხადებით, დაკითხვა დღეს, 17.00 საათზე განახლდება.
“პროკურატურის კითხვებს ვერ დავარქმევ კრიტიკულს, ეს იყო ჩვეულებრივი საგამოძიებო კითხვები და შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ამ კითხვას მამა გიორგიმ გასცა ამომწურავი პასუხი. მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან დაკითხვის პროცედურა არ დასრულებულა. ციანიდზე იყო კითხვები, თუმცა ვისგან შეიძინა მამა გიორგიმ ციანიდი, ჯერჯერობით ეგ კითხვა არ დასმულა”, – აღნიშნა რამიშვილმა.
​რამიშვილის განცხადებითვე, საქმეში ჯერჯერობით პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი – სოსო ოხანაშვილი არ ფიგურირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები