ირაკლი კობახიძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელს უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ გამოძიებას ყველა უნდა დაელოდოს.
კობახიძის შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი საკითხისადმი კონკრეტული პარტიების წარმომადგენლების დამოკიდებულება იყო, თუმცა კობახიძემ პარტიების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
„მთავარია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ზუსტად ვნახოთ, როგორ წარიმართა პროცესები, ვინ იდგა ამის უკან, იყო თუ არა მართული პროცესები და ამის საფუძველზე უნდა დადგეს სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამის საფუძველზე ვისაუბროთ კონკრეტულ სანქციებზე, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების თუ ადამიანების მიმართ.
თუ იკვეთება სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, შეიძლება ვისაუბროთ სამართლებრივ დევნაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სხვა და გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, პოლიტიკურ საკითხებზეც უნდა ვიმსჯელოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები