შსს-მ გარდაბანში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.მ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ე.ჰ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, გარდაბანში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული გარდაბანში იმ დროს დააკავეს, როდესაც ოქტომბრის ქუჩაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, „ტტ“-ს და მაკაროვის სისტემის პისტოლეტები და 15 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები