ირაკლი კობახიძე ბათუმის მოვლენებზე: სამართალდამცავმა ორგანოებმა ადამიანების მიმართ დამოკიდებულების სრულიად სხვა სტანდარტი აჩვენეს

სწორად იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა, სრულიად სხვა სტანდარტი აჩვენეს ადამიანების მიმართ დამოკიდებულების – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში წუხელ განვითარებული პროცესების თაობაზე განუცხადა.
კობახიძემ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.
„ნამდვილად შემაშფოთებელია ის ვანდალური აქტი, რომელიც გუშინ განხორციელდა ბათუმში. მოგეხსენებათ, დაზიანდა პოლიციის შენობები, ავტომობილები, ასევე კერძო საკუთრება და მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით ის, რომ სწორად იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. სრულიად სხვა სტანდარტი აჩვენეს ადამიანების მიმართ დამოკიდებულების. თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედებდნენ სამართალდამცავი ორგანოები და ამისთვის მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება პოლიტიკურ თუ სამართლებრივ შეფასებებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს ამ საქმესთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე შეგვეძლება ჩვენ ზუსტად განვსაზღვროთ ის, თუ ვის რა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები