გიგლა აგულაშვილი პანკისელ მოსწავლეებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში უმასპინძლა.
გიგლა აგულაშვილი მოსწავლეებს სამინისტროში განხორციელებული და სამომავლო გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ ესაუბრა.

მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შეიქმნა ახალი სახელმძღვანელო – ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”, რომელიც სექტემბრის თვიდან ოფიციალურად დაინერგა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში; სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, გადამზადდა ქ. თბილისის ყველა საბავშო ბაგა-ბაღის (160-მდე) მეთოდისტი და აღმზრდელი.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2017 წელს სახელმძღვანელოს – “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”  საქართველოს რეგიონების საბავშვო ბაღებში დანერგავს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მინისტრისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
მსგავსი შეხვედრები სამომავლოდ პანკისელი მოსწავლეების გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებას და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები