“რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი დღეს, 14:00 საათზე გაიმართება

​დღეს, 14.00 საათზე, რუსთაველის გამზირზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართება. სცენიდან მაყურებელს ტელეკომპანიის სახეები მიმართავენ და მხარდამჭერებს იმ ვითარებას კიდევ ერთხელ განუმარტავენ, რაც „რუსთავი 2“-ის გარშემოა შექმნილი.
სამაუწყებლო კომპანიის გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კვლავ ძალაში რჩება ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის შეზღუდვას უკავშირდება. მათ მიაჩნიათ, რომ არხის მხარდასაჭერად ერთსულოვნებაა საჭირო. ​
​დღეს სცენაზე ყველასთვის კარგად ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად, „რუსთავი 2“-ის პროექტების გამარჯვებულებს და იმ მომღერლებსაც იხილავენ, რომლებიც მაყურებელმა სწორედ „რუსთავი 2“-ის ეთერით გაიცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები