კ.ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი აქცია მარტყოფის სოფლის მოსახლეობისთვის ჩაატარეს

“ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!” – ამ ლოზუნგით კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო გასინჯვის აქცია მარტყოფისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ჩაუტარეს.
​როგორც „კვირას“ სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახურიდან აცნობეს, ქირურგიის ეროვნულ ცენტრი დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები. მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.
აქციის ფარგლებში, მოსახლეობას უფასო კონსულტაციები ჩაუტარეს ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა, როგორებიცაა: ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ექოსკოპისტი. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.
აქცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი გასინჯულ პაციენტებს უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტებით. კ. ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი ცნობილია საუკეთესო ტრადიციებით, მაღალი პროფესიონალიზმით და ხელმისაწვდომი ფასებით, 1946 წლიდან დღემდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები