გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებულ ტურისტს სიურპრიზი მოუწყო (ვიდეო)

2016 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და პირველად გადააჭარბა 6 მილიონ ადამიანს.
საქართველოში შემოსული 6 მილიონი ტურისტიდან ბოლო ჰოლანდიელი სტუმარი აღმოჩნდა, რომელსაც განსაკუთრებული პატივით დახვდნენ. ჯასპერმა თბილისის აეროპორტში მოულოდნელად გაიგო, რომ ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სტუმარი იყო და სიურპრიზი ელოდა.
ამ მოვლენის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპეციალური ვიდეორგოლი დაამზადა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ხვდებიან აეროპორტში საპატიო სტუმარს და ის პირდაპირ საზეიმო ვახშამზე მიჰყავთ. ვახშამზე მასპინძლობა მას უშუალოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია, რომელმაც სტუმარს თავად გააცნო ქართულ კულინარია, ფოლკლორი და ხალხურ მუსიკას.
კლიპის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ვიდეორგოლისა და პორტალის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე იგეგმება, რომელიც მოიცავს 14 ქვეყანას: იტალია, გერმანია, უკრაინა, პოლონეთი, რუსეთი, ბელარუსი, ლატვია, ლიტვა, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი და გაერთიანებული საემიროები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები