შალვა ხუციშვილი პროექტის – “შეისწავლე ისტორია – გახდი მკვლევარი” – პრეზენტაციას დაესწრო

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი შს სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის – „შეისწავლე ისტორია – გახდი მკვლევარი“ – პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი – ომარ თუშურაშვილი, თბილისის საჯარო სკოლების ისტორიის პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ.
პრეზენტაციაზე, პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა თემატური ბლოკიდან „უახლესი ისტორია“ საკითხები შეარჩიეს. თითოეული მათგანი, შსს-ს არქივის თანამშრომლების მხარდაჭერით, შერჩეულ თემაზე ინდივიდუალურად იმუშავებს.
საპილოტე პროექტში პირველ ეტაპზე, 5 ჯგუფი მონაწილეობს. თითოეული ჯგუფი დაკომპლექტებულია არა უმეტეს 5 წევრისგან. კონკურსის წესით გამოვლინდება სამი ფინალისტი, თითოეულ ჯგუფს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები, ხოლო 3 გამარჯვებული ჯგუფი შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდება. გამარჯვებული ნაშრომი დაიბეჭდება შსს-ს არქივის ჟურნალში – „საარქივო მოამბე“.
პროექტის მიზანია შსს-ს არქივში დაცული და საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი საქართველოს უახლესი ისტორიის მასალებით პროფესიონალი მკვლევარების გარდა, ახალგაზრდების დაინტერესება, ასევე, მოსწავლეთა და სტუდენტთა კვლევის უნარების, კრიტიკული აზროვნების და წყაროზე მუშაობის სპეფიციკური უნარების განვითარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები