ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საგარეო საქმეთა მინისტრი საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ხვალ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულების მიერ გაწეული წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ, საუბარი ასევე შეეხება უვიზო მიმოსვლის რეგულაციებსა და წესებს.
ევროკავშირის/ შენგენის ქვეყნებში საქართველოს 26 დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ემსახურება.საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას დაესწრებიან სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესასოციაციების, გადამზიდავთა ასოციაციის, ტურიზმის, განათლების, კულტურის, მედიის და სხვა სფეროს წარმომადგენლები. ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 539/2001 რეგულაციის ცვლილება 2016 წლის 8 მარტს გამოქვეყნდა, რითაც საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. რეგულაცია ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 20 დღეში. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები