მიტროპოლიტი ზოსიმე: ეკლესია ფაქიზი მარგალიტია, უნდა მოვუფრთხილდეთ მას

“ეკლესია ფაქიზი მარგალიტია, უნდა მოვუფრთხილდეთ მას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან, წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმემ განუცხადა.
მეუფე არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა საუბარი კონკრეტულად ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით.
“ეკლესიის მოფრთხილებაა საჭირო. ეკლესია ფაქიზი მარგალიტია, უნდა მოვუფრთხილდეთ მას”, – განაცხადა მეუფე ზოსიმემ.
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა უკვე მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე და ეკლესიისთვის სხვა პრობლემატურ საკითხებზე იქნება მსჯელობა.
სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს.
სხდომის დასრულების შემდეგ, დღესვე, შესაძლოა, განჩინება  გამოქვეყნდეს, რომელშიც ასახული იქნება, თუ რა საკითხებზე იმსჯელა წმინდა სინოდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები